თანხმობა
Self.hr პლატფორმაზე კანდიდატი საკუთარი რეზიუმესა და სხვა სათანადო დოკუმენტაციის განთავსებით ადასტურებს, რომ თანახმაა მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს ,,ეიესბისის“ (ს/ნ: 402083311) და შპს ,,ჰელიო აი“-ს (ს/ნ: 406404163) მიერ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად მონაცემთა დამუშავება არის მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.
მონაცემთა დამუშავების კონკრეტული სახის შერჩევას კომპანია ახორციელებს მონაცემთა დამუშავების მიზნის გათვალისწინებით. აპლიკანტის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მისი შესაბამისობის დადგენა კომპანიის ვაკანტური პოზიციის დაკავებისთვის საჭირო მოთხოვნებთან. ამასთან, კომპანია უფლებამოსილია შეინახოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები და განიხილოს მისი კანდიდატურა მომავალ ვაკანსიებზე, რომლების შესაძლოა შეესაბამებოდეს აპლიკანტის კვალიფიკაციას.
წინამდებარე თანხმობის ფარგლებში შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი ტიპის მონაცემები:
- აპლიკანტის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი);
- აპლიკანტის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა, მისამართი);
- აპლიკანტის პროფესიული და საგანმანათლებლო ისტორია (განათლება, სამუშაო გამოცდილება, უნარები, სერთიფიკატები);
- აპლიკანტის ინიციატივით მოწოდებული სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ასახულია რეზიუმეში ან თანდართულ დოკუმენტაციაში.
აპლიკანტის პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადითა და პირობებით. ამასთან, აპლიკანტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გამოითხოვოს წინამდებარე თანხმობა, მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. ასევე, ისარგებლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით (მათ შორის: ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით დადგენილი უფლებებით).
ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ჩემი პერსონალური მონაცემთა დამუშავების პირობებს და გავეცანი ჩემს უფლებებს.