iSpace - ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
28-07-2026 - 31-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

iSpace | Apple Premium Partner ეძებს მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლიან გუნდის წევრს ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

• კომპანიის მაღაზიების ვიდეო მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში;

• ვიდეოკამერების ჩანაწერების მონიტორინგი და დეტალური ანალიზი;

• მონიტორინგის პროცესში შესაძლო რისკებისა და ხარვეზების დადგენა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;

• ნებისმიერი სახის დარღვევის ოპერატიული გამოვლენა და რეაგირება;

• თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების პროცესის მონიტორინგი კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;

• მონიტორინგის შედეგების საფუძველზე პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება

• პერიოდული შიდა აუდიტის ჩატარება მაღაზიებში არსებული ჩეკ ლისტების შესაბამისად

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

• გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება

• განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება

• სექტორული გამოცდილება: მომსახურებისა და Retail სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

 

• დეტალებზე ორიენტირებულობა;

• კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა;

• ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის ეფექტური მართვის უნარი

 

რა გელოდება ჩვენთან?

 

• დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში

• Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმა

• თანამშრომლებზე გათვლილი ბენეფიტები (დაზღვევა, ლოიალურობის პროგრამა)

• კარიერული ზრდის შესაძლებლობა

• ლოიალურობის პროგრამა

• სამუშაო Apple MacBook

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!